არჩევანი გავაკეთე იმ ძალის სასარგებლოდ, რომელიც ყველაზე უკეთ შეძლებს ქვეყნის განვითარებას და დაიცავს ამ ქვეყანაში მშვიდობას - დავით გაბაიძე

26 ოქტომბერი 2024, 11:30 215 ნახვა
 
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძემ, თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია, ქალაქ ბათუმის მერვე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა, სადაც იგი მეუღლესთან ერთად მივიდა.
 
„არჩევანი გავაკეთე იმ ძალის სასარგებლოდ, რომელიც ყველაზე უკეთ შეძლებს ქვეყნის განვითარებას და დაიცავს ამ ქვეყანაში მშვიდობას“, - განაცხადა დავით გაბაიძემ.
საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის განცხადებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ერთგვარი ტესტი, რომელსაც სახელმწიფო და საზოგადოება ღირსეულად ჩააბარებს.
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში