დღეს არის არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს შორის, უღმერთობასა და სულიერებას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ერთადერთი არჩევანია, რომელიც დღეს ქართველ ხალხს აქვს.
„„ქართული ოცნება“ ეს არის ერთადერთი არჩევანი, რომელიც დღეს ქართველ ხალხს აქვს, ვინაიდან დღეს არის არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს შორის, უღმერთობასა და სულიერებას შორის. დღეს არის არჩევანი, რომელიც იშვიათად უდგება ხოლმე ჩვენს ხალხს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქუდზე კაცი დაირაზმოს, მივიდეს საარჩევნო უბნებზე, მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“, რომელიც ამ ქვეყანაში 12-წლიანი მშვიდობის, ევროპისკენ ღირსეული წინსვლისა და კეთილდღეობის მატების გარანტი არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.