სუს-ის ანგარიში პარლამენტში

13 აპრილი 2017, 00:00 2033 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისმენენ. დეპუტატებს დოკუმენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე აცნობს.  სხდომა მედიისთვის დაიხურა, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს. მოგვიანებით, ჟურნალისტებს,  პარლამენტის მანდატურის სამსახურის  წარმომადგენლის მითითებით,  ის ადგილიც დაატოვებინეს, სადაც სხდომის დახურვის შემდეგ იმყოფებოდნენ.

ამავე კატეგორიაში