ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკში ალყაში მყოფ ქვედანაყოფებზე სტაბილური კონტროლი დაკარგა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ალყაში მყოფებს არც კი ესმით, რომ ისინი ალყაში არიან, ჯარისკაცთა რიცხვი კი 2 ათასამდე მერყეობს.
გარდა ამისა, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ცნობით, აქვთ ინფორმაცია კურსკის რეგიონში ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა დისლოცირების შესახებ. ისინი ადგილზე 23 ოქტომბერს ჩავიდნენ, რაც რუსეთის ფედერაციამ სასაზღვრო არეალში აღრიცხა.
თავის მხრივ აღნიშნულ ინფორმაციას კრემლმა ყალბი უწოდა, თუმცა პუტინმა ამჟამად ჩრდილოეთ კორეის სამხედროების ყოფნა რუსეთში არ უარყო.