ფილიპინებში ტროპიკულ შტორმს 46 ადამიანი ემსხვერპლა

25 ოქტომბერი 2024, 13:34 280 ნახვა

სულ მცირე 46 ადამიანი ემსხვერპლა შტორმს ფილიპინებში, 20-ზე მეტი პირი დაკარგულად ითვლება. ყველაზე მეტად დაზარალდა ქვეყნის ცენტრალური რეგიონი ბიკოლი, სადაც სტიქიამ რამდენიმე ადგილას მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია.

240 ათასი ადამიანი თავს საევაკუაციო ცენტრებს აფარებს, გაუქმებულია ასევე ათობით ავიარეისი, რის გამოც 7500-ზე მეტი ადამიანი პორტებშია ჩარჩენილი.

ტროპიკული შტორმი „შტამი“ ლუსონის კუნძულს თავს გასულ დღეს დაატყდა. ქარის სიჩქარე საათში 100 კილომეტრს აღწევდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში