24 საათზე ნაკლები დრო. საქართველო რეფერენდუმად შეფასებული არჩევნებისთვის ემზადება. ეს იქნება პირველი არჩევნები ქვეყნის ისტორიაში პირველად, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.
ამომრჩეველთა თითქმის 90 პროცენტი საკუთარ ნებას ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების საშუალებით დააფიქსირებს. ახალი წესის მიხედვით, უბანზე ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ არსებული ფიზიკური ბიულეტენების და ელექტრონული ხმების შედარება მოხდება.
სიახლეა ისიც, რომ არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. წელს არჩევნებს დააკვირდება 102 ადგილობრივი და 76 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, 158 მედია საშუალება კი გააშუქებს.