საქართველოში ხვალ საპარლამენტო არჩევნებია - აჭარაში პარალელურად უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ტარდება

25 ოქტომბერი 2024, 10:08 283 ნახვა

საქართველოში ხვალ საპარლამენტო არჩევნებია, აჭარაში პარალელურად უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ტარდება. წელს პირველად არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და ელექტრონული იქნება.  ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი, ანუ, სამ მილიონზე მეტი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე ხმას ელექტრონულად მისცემს. ქვეყნის მასშტაბით არსებული 3 ათას 31 უბნიდან 2 ათას 263 უბანზე ამომრჩეველი ხმას, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, სრულიად განახლებული წესითა და პროცედურებით მისცემს.

ამ ეტაპზე ელექტრონული არჩევნები არ ჩატარდება: ძნელად მისადგომ ადგილზე შექმნილ საარჩევნო უბანზე, სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბანზე და ასევე, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანზე.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის აჭარაში 317 უბანია გახსნილი. საარჩევნო უბნების ტექნიკური აღჭურვა და ბიულეტენების გადაცემა დღეს მოხდება, ამიტომ ცესკოს მიმართვის საფუძველზე დღეს ქვეყანაში უქმე დღეა. ვინაიდან საარჩევნო უბნების უმრავლესობა განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ, შესაძლოა, შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა-აღნიშნულია ცესკოს მიმართვაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი