სალომე ზურაბიშვილი განცხადებით, თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს - ალბათ, იმპიჩმენტი იქნება და ციხეში ჩამსვამენ

24 ოქტომბერი 2024, 21:42 318 ნახვა

ალბათ, იმპიჩმენტი იქნება და ციხეში ჩამსვამენ, თუ ეს მოხდება, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე. იმ შემთვევაში, თუ ოპოზიცია მოიგებს არჩევნებს, რადიკალურად შეიცვლება ქვეყნის პოლიტიკა რუსეთთან და დასავლეთთან მიმართებაში.

„საქართველო შეუერთდა სანქციებს იმ დონეზე, როგორც მოლდოვა, თუმცა არსებობს ნიუანსები. ეს არ არის პრობლემა. საქართველო არასდროს აბალანსებდა დამოკიდებულებას რუსეთსა და დასავლეთს შორის. იყო ერთი ნათელი გზა, რომელსაც მიჰყვებოდა „ქართული ოცნებაც“ მისი მმართველობის დიდი ხნის განმავლობაშიც და ეს იყო ევროპული ინტეგრაციის გზა, რადგან არ არსებობს სხვა ალტერნატივა, სადაც საქართველო იპოვის დამოუკიდებლობას, აყვავებას, მშვიდობას. 90%-იც კი მოსახლეობის, ამას ფიქრობს. ასე უჭერენ მხარს ქართულ გზას. ბოლო 30 წლის განმავლობაში, არაფერმა შეუშალა ხელი მოსახლეობას ამ გზაზე. ეს გზა მოიგებს, რადგან ალტერნატივა არ აქვს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში