რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.
ხელშეკრულება შეიცავს პუნქტს ქვეყნების მიერ ერთმანეთის დაცვაზე შეიარაღებული ძალების გამოყენებით „აგრესიის“ შემთხვევაში. ეს კი ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეას ღიად შეუძლია რუსეთის მხარეს ომში ჩართვა.
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო ხელშეკრულებაში იყო საიდუმლო პუნქტი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ათასობით ჯარისკაცის უკრაინაში გაგზავნას ითვალისწინებდა.