საქართველოს ნაკრებმა 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა 6 მედლით და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა.
სოსო ჯაბიძის შეგირდებმა თითო ოქრო-ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონი გიორგი ჩხიკვაძე გახდა. ქართველმა მოჭიდავემ წელს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო და ოქროს დუბლი შეასრულა. დიეგო ჩხიკვაძე ვერცხლს დაუფლა. ბრინჯაოს მედლებს ფრიდონ აბულაძე, დათა ჩხაიძე, აჩიკო ბოლქვაძე და გიორგი ცოფურაშვილი დაეუფლნენ.