უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადება

23 ოქტომბერი 2024, 11:41 291 ნახვა

ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების პირველი ნაკადი რუსეთის კურსკის ოლქში სავარაუდოდ 23 ოქტომბერს ჩავა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები რუსებს კურსკის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებიან.

ჯერჯერობით უცნობია რამდენ ჯარისკაცზეა საუბარი და როგორ აღიჭურვებიან ისინი. სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ, რუსეთის მხარდასაჭერად, 12 ათასი სპეცრაზმელის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო და რომ მათგან ათას 500 უკვე რუსეთის შორეულ აღმოსავლეთშია. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში