კანოე-კაიაკის ფესტივალი

23 ოქტომბერი 2024, 11:42 242 ნახვა
 

რუსთავის ცენტრალურ პარკში, ნიჩბოსნობის აკადემიასთან არსებულ ტბაზე, კანოე-კაიაკის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით მოეწყო 200 მეტრიან დისტანციაზე ასპარეზობაში.

ერთმანეთს, 2009, 2010 და 2011 წელს დაბადებული სპორტსმენები დაუპირისპირდნენ. ფესტივალში, თბილისის, რუსთავის, მცხეთის და დუშეთის გუნდები იყვნენ ჩართულები. შეჯიბრებაში მონაწილეობა როგორც პროფესიონალმა, ისე მოყვარულმა ნიჩბოსნებმა მიიღეს. გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილის მფლობელებს, სიგელები და მედლები გადაეცათ.

 

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი