ქუთაისის ‘აიამ’ ‘ბათუმს’ 17:15 სძლია და დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. ქუთაისის „აია“ ერთადერთია, ვინც მიმდინარე სეზონში წაუგებლად ასპარეზობს და 26 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს.
‘ბათუმმა’ მეოთხე თამაში წააგო, მესამედ აიღო ნუგეშ-ქულა და ჯამში 12 ქულით მე-6 ადგილზეა.