დეკანოზის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ

12 აპრილი 2017, 00:00 1677 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი ამ კვირაში გაიგზავნება. დოკუმენტი ადვოკატებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” იმუშავა.  დეკანოზი სარჩელით ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას ასაჩივრებს, რომლითაც დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. უფლებადამცველებმა დღეს საპატიმროში დაკავებული მოინახულეს. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფთან სამომავლო სამართლებრივი ნაბიჯები დაგეგმეს. ასევე საუბარი შეეხო დეკანოზისა და მამა რევაზ სიხარულიძის გუშინდელ შეხვედრასაც, თუმცა დეტალები არ ხმაურდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი