ახალგაზრდა სამბისტების მედლები მსოფლიო ჩემპიონატზე

21 ოქტომბერი 2024, 19:58 665 ნახვა

კვიპროსში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში, უმცროს ჭაბუკთა, ჭაბუკთა და ახალგაზრდებს შორის წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა და ცხრა მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა რომეო ნიქაბაძე, ვერცხლის მედლები მოიპოვეს დავით ვაშაყმაძემ, ნინო დარჩიამ და მიხეილ გაფრინდაშვილმა, ხოლო ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ ანა გაგოშიძე, ლუკა დავითაძე, გოგა გორგაძე, ლუკა ნიქაბაძე და გიორგი ჭიღლაძე. ლუკა დავითაძე და ნინი დარჩია ბათუმის სპორტის სასახლის მოსწავლეები არიან.
ისინი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვახტანგ ზოიძემ და ნანი კირკიტაძემ მოამზადეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში