ხულოში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი მეტრს აღწევს 

21 ოქტომბერი 2024, 15:01 1283 ნახვა

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მოსული უხვი ნალექის გამო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა. დაბის ცენტრებში მისასვლელი გზები გაწმენდილია და ნებისმიერი სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილდება თავისუფალია.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელ გზებს, ნაწილი უკვე გაწმენდილია.

რამდენიმე სოფელში უხვმა ნალექმა გზის პირას არსებული ხეები დააზიანა, რომლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ხულოსა და შუახევის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი მეტრამდე აღწევს, ხოლო დაბლობში 30 სმ-ია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში