საპროტესტო აქცია ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ

20 ოქტომბერი 2024, 12:00 346 ნახვა

თელ ავივის ცენტრში , ისრაელის პრემიერ-მინისტრის მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეები აცხადებენ, რომ გამარჯვება შეუძლებელია მძევლების დაბრუნების გარეშე და ამისთვის მთავრობამ დაჩქარებულად უნდა იმუშაოს.“ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრები და მათი მხარდამჭერები ამბობენ, რომ დროა გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევისთვის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. აქციის მონაწილეები ასევე მიიჩნევენ, რომ ისრაელის მიერ „ჰამასის“ ლიდერის აიაჰია სინვარის მკვლელობა მძევლების დაბრუნების პროცესში გადამწყვეტი წერტილი უნდა იყოს. თავის მხრივ, სამხედრო სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ისრაელის სპეცოპერაცია ღაზაში სინვარის სიკვდილით არ დასრულდება და ეს გაგრძელდება, ვიდრე ყველა მძევალს სახლში არ დააბრუნებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში