ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზის 97-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

20 ოქტომბერი 2024, 10:02 346 ნახვა

ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 97-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 97-ე კმ-ზე (სოფ. ბოძაური) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ბათუმი-ახალციხის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, უამინდობის გამო, გუშინ, გვიან ღამით, აიკრძალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი