იაპონიაში მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ მთავარ ოფისზე თავდასხმის მცდელობისთვის 49 წლის კაცი დააკავეს. თავდამსხმელმა 5 „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციას და შენობაში შესვლას ცდილობდა. ხანძრის ლიკვიდაცია სახანძრო სამსახურმა მალევე შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. ცნობისთვის 27 ოქტომბერს იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.