უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 მებრძოლი დაიბრუნა

19 ოქტომბერი 2024, 11:55 232 ნახვა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 მებრძოლი დაიბრუნა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ჯარისკაცები მარიუპოლს და „აზოვსტალს“, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვისა და ხერსონის ოლქებს იცავდნენ.  პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყოველ ჯერზე შეეცდება უკრაინა  თავისი ხალხის ტყვეობიდან გათავისუფლებას. ტყვეების გაცვლის ორგანიზებაში დახმარება არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გასწია, რის გამოც უკრაინის „სამხედრო ტყვეთა საკითხების საკოოორდინაციო შტაბმა“ მათ მადლობა გადაუხადა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში