ბრიუსელში ევროკავშირი-სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერთა პირველი სამიტი გაიმართა

17 ოქტომბერი 2024, 10:02 241 ნახვა

ევროკავშირმა ახალი ეკონომიკური მოკავშირეების მოძიებისა და რუსეთის იზოლაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების მიზნით სპარსეთის ყურის ქვეყნებთან თავისი პირველი სამიტი გამართა.

27 წევრიანი ევროკავშირი  სხვა რეგიონულ ბლოკებს დაუკავშირდა, პირველი სამიტი  გამართა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან და კარიბის ზღვისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების თანამეგობრობასთან. 

სპარსეთის ყურის  თანამშრომლობის საბჭოს წევრს ექვს მდიდარ არაბულ სახელმწიფოს ლიდერებთან შეხვედრის  მიზანი  თანამშრომლობის გაღრმავება და ამ ქვეყნების გავლენის აღიარებაა, განსაკუთრებით უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში.

სამიტის ბოლოს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში მხარეებმა განაცხადეს, რომ განაახლებენ 35 წლის წინ დაწყებულ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი