“განათლების ინოვაციური პოლიტიკა” - პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პრეზენტაცია

16 ოქტომბერი 2024, 14:04 447 ნახვა

“განათლების ინოვაციური პოლიტიკა აჭარის რეგიონისთვის” - ასე ჰქვია პროგრამას,  რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აჭარაში განხორციელებას გეგმავს.

პროექტის შესახებ ბათუმის ოფისში საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ტყეშელაშვილმა  ისაუბრა.

მისივე განმარტებით, საგანმანათლებლო პროექტი ინოვაციურია, რომლის მიხედვითაც  გამოვლინდება აჭარის რეგიონში ის  300 ოჯახი, რომელსაც წარმატებული მოსწავლე ეყოლება  და ამ  ოჯახებს დაენიშნებათ   ყოველთვიური  სტიპენდია 1 000 ლარი.

პროექტის ავტორი განმარტებით,  პროექტი  წარჩინებულ  მოსწავლეებში  მოტივაციას გაზრდის  და  ბიუჯეტი 4 მილიონი  ლარი იქნება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი