თურქეთის აღმოსავლეთით, მალათიას პროვინციაში მიწისძვრა მოხდა.
ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 5,9 მაგნიტუდა შეადგინა.
ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იტყობინება, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი დედამიწის ზედაპირიდან 9 კილომეტრში დაფიქსირდა.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.