200-ზე მეტი პროპალესტინელი დემონსტრანტი დააკავა პოლიციამ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე. ისინი აშშ-ის მიერ ღაზაში ისრაელის ომის მხარდაჭერას აპროტესტებდნენ.
აქციის არც ერთი მონაწილე არ შეჭრილა ბირჟის შენობაში, თუმცა ათობით ადამიანმა გაარღვია პოლიციის უსაფრთხოების ღობე, რომელიც საფონდო ბირჟის მთავარი შენობის წინ, ბროდ-სტრიტზე იყო დამონტაჟებული.
პოლიციის სპიკერის თქმით, დაკავებულია 206 დემონსტრანტი.