ცესკო-ში ადასტურებენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვის თაობაზე მიმართა 

09 ოქტომბერი 2024, 13:43 290 ნახვა

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ადასტურებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ საარჩევნო ადმინისტრაციას ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვის თაობაზე მიმართა.

კალანდარიშვილის განმარტებით, უწყებამ ამის შესახებ ცესკო-ს 8 ოქტომბერს გაუგზავნა განცხადება, სადაც საუბარია რისკებზე, რაც ისრაელში, ქალაქ რამათ განში შექმნილ საარჩევნო უბანს უკავშირდება.

მისივე თქმით, ცესკო საკითხზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 ოქტომბერს წერილობით მოგვმართა, სადაც არის ინფორმაცია იმ გარემოებებისა და რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება ისრაელში, თელავივში ქალაქ რამათ განში შექმნილ საარჩევნო უბანთან დაკავშირებულ საკითხებს. აღწერილია ყველა ის გარემოება, რომელიც შესაძლოა, საყურადღებო იყოს კომისიისთვის საარჩევნო უბნის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ამის თაობაზე უახლოეს სხდომაზე გვექნება სათანადო მსჯელობა და კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი