კონკურსი „ოპერის ოქროს ხმა“ იწყება

06 ოქტომბერი 2024, 18:00 306 ნახვა

ფესტივალი „ბათუმის რაფსოდია“ და მის ფარგლებში დაფუძნებული რიგით მეორე საერთაშორისო კონკურსი „ოპერის ოქროს ხმას“ წელს 77 კონკურსანტით წარიმართება. 6 ოქტომბრიდან-12 ოქტომბრის ჩათვლით მონაწილეები სამ საკონკურსო ეტაპს გაივლიან. გამარჯვებულები კი 12 ოქტომბერს ფინალურ ღონისძიებაზე გამოვლინდებიან. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საქველმოქმედო კონცერტიც, სადაც შემოსული თანხა ბერი ანდრიას ფონდს გადაეცემა.

პრესკონფერენციაზე ისაუბრეს საერთაშორიშო ჟიურის შემადგენლობაზე და დაგეგმილ მასტეკლასებზე.   წელს კონკურსანტებს 10 კაციანი საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. შეგახსენებთ კონკურსი „ოპერის ოქროს ხმა“ - დამწყები და გამოცდილი მომღერლებისთვის იმართება, რომელთაც აქვთ საშუალება საკუთარი ვოკალური შესაძლებლობები და ტალანტი წარმოაჩინონ მსოფლიო საოპერო ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტების წინაშე. 

როგორც პრესკომფერენციაზე ფესტივალის დამფუძნებელმა თამარ ივერმა განაცხადა,  კონკურსი, გამარჯვებულებსა და ფინალისტებს საშუალებას აძლევს მსოფლიოს წამყვანმა სააგენტოებმა, თეატრებმა, სამუსიკო სასწავლებლებმა, უნივერსიტეტებმა და საოპერო სტუდიებმა მიიწვიონ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი