საერთაშორისო კონფერენცია ენერგეტიკოსებისთვის

04 ოქტომბერი 2024, 18:31 313 ნახვა

ბათუმში ,,თომას ედისონის ელექტროენერგეტიკის საზოგადოებრივი ცენტრის’’ ორგანიზებით  საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

ლატვიელმა ენერგეტიკოსებმა ქართველ ექსპერტებს ევროპულ გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი შეეხო ლატვიის ელექტროენერგეტიკული სისტემის მოწყობის სქემას, საკანონმდებლო ჩარჩოს რეგულირებს.

უცხოელმა ექსპერტებმა დეტალურად ისაუბრეს თუ როგორ გადავიდა ლატვია საბჭოთა მოდელიდან ევროპულ სტანდარტებზე და ამ პროცესში რამდენად მნიშვნელოვანი იყო ევროპული სტანდარტებით მუშაობა.

ასევე ხაზი გაუსვეს იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს გამოცდილება საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში