თურქეთში, ქ. რიზესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებულ სამი მოქალაქე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. დაშავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. სამ პაციენტს ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა და ისინი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან, ორი დაშავებული სტაციონარშია მოთავსებული. პაციენტები, თურქეთის რესპუბლიკას გამოჯანმრთელების შემდეგ დატოვებენ. სამედიცინო ხარჯებს, სრულად თურქული მხარე გაიღებს.