ქობულეთის სოფელ ბუკნარში, ყოფილი მაღაზიის მიტოვებულ შენობაში შესახლებულებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი მუნიციპალიტეტების საბინაო ფონდში დროებით განთავსებას ითხოვენ.
მათი განცხადებით, საცხოვრებელი არ აქვთ და ქირას ვეღარ იხდიან. შესახლებულთა ნაწილმა რამდენიმე დღის წინ პირობების არქონის გამო შენობა დატოვა. ამჟამად შენობაში 5 ოჯახი ცხოვრობს.
მანამდე კი, 27 სექტემბერს მათ აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს და ხელისუფლებას თავშესაფარი მოსთხოვეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის მხრიდან განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.