არჩევნებამდე 25 დღე რჩება. საუბნო საარჩევნო კომისიები კი უკვე აქტიურ რეჟიმში მუშაობენ. 26 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ბათუმის 89-ვე საარჩევნო უბანი მზად არის. საუბნო კომისიები დილის 10 საათიდან საღამოს 18 საათამდე იმუშავებენ. უბნებზე უკვე გამოკრულია ამომრჩეველთა ერთიანი სიები.
შესაბამისად, ნებისმიერ პირს საშუალება აქვს, ადგილზე გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები ან კიდევ ელექტრონულად ცესკოს ოფიციალურ გვერდზე, მონაცემთა ერთიან ბაზაში.
ამის გარდა, 15 ოქტომბრამდე საუბნო საარჩევნო კომისიები მიიღებენ ასევე განცხადებებს გადასატან ყუთებზე და საჩივრებს ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ამ დროისთვის ბათუმში 153 ათას 435 ამომრჩეველია რეგისტრირებული, თუმცა კენჭისყრის დღემდე ეს ციფრი შესაძლოა შეიცვალოს.