სამუშაო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე

30 სექტემბერი 2024, 11:04 201 ნახვა

უმაღლესი საარჩევნო კომისიის და ევროპის საბჭოს პროექტ „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესების გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა თემაზე „საარჩევნო დავების განხილვა“ გაიმართა. 

ღონისძიება აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და ევროპის საბჭოს პროექტის უფროსმა ოფიცერმა გახსნეს. შეხვედრაზე საკანონმდებლო ცვლილებებზე, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე, ასევე ელექტრონული საშუალებებით ხმის მიცემის სამართლებრივ, ოპერაციულ და ტექნიკურ სტანდარტებზე ისაუბრეს.

განიხილეს ევროპის საბჭოს ელექტრონული ხმის მიცემის სტანდარტებთან დაკავშირებული რეკომენდაციები და ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის სახელმძღვანელო მითითებები.

ევროპის საბჭოს ექსპერტმა მაია ვაჩაძემ მონაწილეებს სფეროში არსებული ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრეს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში არსებული პრაქტიკასთან დაკავშირებითაც.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი