მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გონიოს ციხეზე გრძელდება.
მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში 40 ქვეყნიდან, 300-ზე მეტი ოფიციალური სტუმარი და მედია ორგანიზაცია იმყოფება.
გადაწყვეტილებას, რომ ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნებოდა, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 38-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
პარალელურად, მიმდინარეობს “ხელვაჩაურის დღეები 2024” აღნიშვნა. ღონისძიება ორ ნაწილად დაიყოფა - პირველი ნაწილში, საპატიო ხელვაჩაურელები: თამაზ კარანაძე, მერაბ ხალვაში, თენგიზ ქოქოლაძე, მურთაზ დევაძე, რუსუდან ჩავლეიშვილი და მერი იაკობაძე დაჯილდოვდებიან.
ასევე, გაიმართება კონცერტი. მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები წარსდგებიან. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.