საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი

29 სექტემბერი 2024, 11:56 199 ნახვა

ბათუმის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე  ბათუმელი რეჟისორების - მიხეილ გაბაიძის, მირიან ორაგველიძის და ნიკოლოზ ვერძაძის ფილმების ჩვენება გაიმართა. ასევე, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი რეჟისორის აკაკი ფოფხაძის ფილმის პრემიერა შედგა , პარალელურად დღის განმავლობაში რaqოგორც საკონკურსო ,  ასევე არასაკონკურსო ფილმები აჩვენეს. საერთაშორსიო ფესტივალის ფარგლებში კინოჩვენენები დღეს  დახურული სივრცის პარალელურად დაგეგმიია ღია სიოვრცეში კერძოდ ევროპის მოედანზე კინოჩვენბები. ასევე დაგეგმილია ბერდია კუტუბიძის ფილმის „ მარადიულნი:  ყველაფრიზმის „ ჩვენება.

ჯამში კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული , დოკუმენტური და ასევე 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 25 -ზე მეტი ქვეყნიდან. მხატვრული, საკონკურსო და მოკლემეტრაჟიანი ფილმების გარდა ბიაფის კინოჩვენებაზე წარმოდგენილი იქნება დიდოსტატთა კოლექცია, სადაც მაყურებელი ცნობილი რეჟისორების ბოლო ნამუშევრებს იხილავს.კინოფესტივალის  ერთერთ ყველაზე დიდ სექცია  ქართულ პანორამას დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც 14 ახალი ქართული ფილმის ჩვენება იგეგმება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი