საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 

27 სექტემბერი 2024, 10:09 258 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი თანამემამულეების რიცხოვნობის შესახებ.

როგორც უწყება განმარტავს, სამწუხაროდ, ცალკეული პირი მანიპულირებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ საკონსულო პორტალ geoconsul.gov.ge​-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკით და აცხადებენ, რომ თითქოს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 128 ათასმა თანამემამულემ გაიარა, მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 65 000 ამომრჩევლის მონაცემი გადასცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში