ხულოს მერს უფლებამოსილება შეუწყდა

26 სექტემბერი 2024, 14:34 283 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის  მერს ვახტანგ ბერიძეს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა. გადაწყვეტილება ხულოს საკრებულომ ცნობად უკვე მიიღო. 

უკვე ყოფილი მერი აჭარის უმაღლეს საბჭოში  დელეგატად არის წარდგენილი მმართველი გუნდიდან. მერის მოვალეობას კი  პირველი მოადგილე ჯამბულატ მელაძე  შეასრულებს. 

ვახტანგ ბერიძე ხულოს  მერად 2018 წელს დაინიშნა მას შემდეგ, რაც მოქმედი მერი გოჩა მელაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ბერიძე ხულოს მერად მეორე ვადით იყო არჩეული. პირველად  2019 წლის რიგგარეშე არჩევნებზე, მეორედ კი თვითმმართველობის არჩევნებში 2021 წელს გახდა ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი