ცესკოს -საინფორმაციო შეხვედრა

25 სექტემბერი 2024, 18:07 218 ნახვა

არჩევნებში  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი მონაწილეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ბათუმში.

ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ელექტრონული არჩევნების პროცედურებზე ისაუბრეს, თუ რა სერვისით ისარგებლებენ უსინათლო, მცირემხედველი ამომრჩევლები და როგორ შეძლებენ ხმის მიცემას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, უბნების ნაწილი ადაპტირებული იქნება, სადაც კენჭისყრის დღეს მცირემხედველ და უსინათლო ამომრჩეველს გამადიდებელი ლინზა და ბრაილის შრიფტი ჩარჩო კონვერტით დახვდება.

ელექტრონული ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით,  სხვადასხვა ჯგუფთან სამუშაო შეხვედრების იმართება, სადაც იმიტირებული კენჭისყრის პროცედურაც ტარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში