ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 25-ე ტურის ბოლო მატჩი ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის ფრედ 1:1 დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონებმა ბოლო ცხრა მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგეს. დინამო თბილისს კი ეროვნული ლიგის ბოლო 5 შეხვედრაში არ გაუმარჯვია. 28-ე წუთზე ბათუმელები დაწინაურდნენ, გოლი მარიო ბალბურდიამ გაიტანა. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კი სოლომონ კვერკველიამ გაათანაბრა.
ეს კვერკველიას პირველი გატანილი ბურთია ქართული კლუბის მაისურით. ბათუმელები მეოთხე ადგილზე რჩებიან, დინამო თბილისი კი მეექვსეზეა.
შეგახსენებთ, საქართველოს თასზე ამ გუნდების დაპირისპირება თბილისელებმა მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ.