23-24 სექტემბერს საქართველოს წინასაარჩევნო ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ექვსკაციანი დელეგაცია ეწვევა, რათა შეაფასონ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო კამპანია და პოლიტიკური კლიმატი, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს.
დელეგაციას იულიან ბულაი უხელმძღვანელებს. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებთან.
დელეგაციის წევრები შეხვედრას გამართავენ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთანაც. დელეგაცია ვიზიტის დასასრულს განცხადებას გააკეთებს.