ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში სახალხო დღესასწაული „ნამეფვარობა“ აღნიშნეს. გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. დღესასწაული პანდემიის შემდეგ პირველად განახლდა. „ნამეფვარობის“ დღესასწაული, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.