საერთაშორისო ტურნირი ბადმინტონში 

20 სექტემბერი 2024, 14:04 448 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დღეს დაიწყო საერთაშორისო ტურნირი ბადმინტონში „ბათუმის თასი“. ეს არის პირველი საერთაშორისო ტურნირი, რომელიც საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ტარდება.

შეჯიბრებაში 11 და 13 წლამდე ასაკის სპორტსმენები მონაწილეობენ. ასპარეზობა როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის როგორც ერთეულთა თანრიგში, ასევე წყვილებში და შერეულ წყვილებში ტარდება.

ტურნირში ბათუმისა და თბილისის გუნდებთან ერთად, სპორტსმენები მონაწილეობენ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან და მალდივის კუნძულებიდან. შეჯიბრება აჭარის ბადმინტონის ფედერაციის ორგანიზებით და ბათუმის სპორტის სასახლისა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

ორგანიზატორთა თქმით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია შეჯიბრების ჩატარება ქვიშის ბადმინტონშიც, რომელშიც მონაწილეობის უფლება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი