ბათუმის „დინამო“ საქართველოს თასის გათამაშებას გამოეთიშა 

20 სექტემბერი 2024, 08:45 230 ნახვა

„დინამო თბილისმა“ ბათუმის „დინამო“ 1:0 დაამარცხა და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა. თასის მეოთხედფინალური დაპირისპირება ორივე გუნდისთვის იყო შანსი, მიმდინარე სეზონში ტიტულისთვის ბრძოლა გაეგრძელებინა.

ანგარიში 52-ე წუთზე გაიხსნა. გოლი ბათუმელთა კარში თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას შვილიშვილმა გაიტანა, რომელიც მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა.

ნახევარფინალში „სპაერი“ და ფოთის „კოლხეთიც“ ითამაშებენ.

მეოთხე ნახევარფინალისტი კი 22 ოქტომბერს „დინამო თბილისი 2“-ის და „გაგრის“ დაპირისპირებაში გაირკვევა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში