ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

20 სექტემბერი 2024, 09:46 226 ნახვა

ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა დააკმაყოფილა.

ბრალდებული ხუთი პირიდან სამი დაკავებულია, ორი კი მიმალვაში იმყოფება. კერძოდ, მიმალვაში არიან ელდარ ბინიაშვილი და დავით თოდუა, რომლებიც, პროკურატურის ინფორმაციით, ქოლცენტრის არაოფიციალური მეწილეები და მმართველები იყვნენ.

წინასასამართლო სხდომა აღნიშნულ საქმეზე 31 ოქტომბერს ჩაინიშნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში