„ძლიერი საქართველოს'' წინასაარჩევნო შეხვედრები მოსახლეობასთან

19 სექტემბერი 2024, 10:56 321 ნახვა

„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს, საინფორმაციო ფორმატის შეხვედრა ბათუმის აგრარულ ბაზარში გამართეს.

მოსახლეობას მათი სამოქმედო, პოლიტიკური გეგმები გააცნეს. პოლიტიკური გაერთიანების წევრების განმარტებით, 26 ოქტომბერს არჩევნებში გაიმარჯვებს ძალა, რომელიც ემსახურება საქართველოს.

არჩევნებით მიღწეული ცვლილებებით კი, მათი განცხადებით, ქვეყანა განთავისუფლდება რუსული ზეგავლენისგან, გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში