საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი 

19 სექტემბერი 2024, 09:05 254 ნახვა

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე მეოთხედფინალის ორი შეხვედრა გაიმართა. „სპაერმა“ „თელავს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა. საგარეჯოში „გარეჯი“ ფოთის „კოლხეთთან“ 1:2 დამარცხდა.

სპაერი“ და „კოლხეთი“ ნახევარფინალში გავიდნენ. მათი მეტოქეების ვინაობა დღეს და ხვალ გაირკვევა.

დღეს ბათუმის „დინამო“ სტუმრად თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება, 22 ოქტომბერს კი თბილისის „დინამო 2“ „გაგრას“ უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში