ბრიტანული ავიაკომპანია „იზიჯეტი“ თბილისის მიმართულებით ფრენებს ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან შეასრულებს

19 სექტემბერი 2024, 11:33 207 ნახვა
 

ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „იზიჯეტი“ (easyJet) 2025 წლიდან საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის.

„იზიჯეტი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან პირდაპირ ფრენებს კვირაში ორ-ორი სიხშირით შეასრულებს.

პირველი ავიარეისი ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 2025 წლის 31 მარტს შესრულდება. პირველი აპრილიდან კი პირდაპირი ფრენები ლონდონისა და მილანის მიმართულებით დაიწყება.

ბრიტანული მულტინაციონალური ლოუქოსთი „იზიჯეტი“ 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიის სათავო ოფისი ლონდონის ლუტონის აეროპორტში მდებარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი