შეხვედრა მსოფლიო პროფკავშირების გაერთიანების გენერალურ მდივანთან

18 სექტემბერი 2024, 14:15 193 ნახვა

მსოფლიო პროფკავშირების გაერთიანების გენერალურ მდივანს მიხეილ სარჯველაძე შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შრომის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, მინიმალურ ხელფასზე, უმუშევართა შემწეობაზე,⁠ სოციალური დიალოგის, კოლექტიური ხელშეკრულებების  წახალისებასა და ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე იმსჯელეს.

უწყებაში ამბობენ, რომ მსოფლიო პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა მინისტრს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში