აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე უამინდობა გრძელდება. პოლონეთში გადაუღებელი წვიმის შედეგად წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი რაიონები დააზარალა. პოლონეთის მთავრობამ დაზარალებული რაიონები კატასტროფის ზონად გამოაცხადა და განაცხადა, რომ დაზარალებულთა დასახმარებლად ერთი მილიარდი ზლოტი გამოყო.
წყალდიდობაა ჩეხეთშიც. პოლიციის ინფორმაციით ერთი ქალი დაიხრჩო ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სადაც გასული კვირიდან რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა. დაკარგულად ითვლება შვიდი ადამიანი.
წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა ავსტრიაში, რუმინეთში კი – შვიდი.
სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა და უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი დუნაის წყლის დონის აწევის გამო შესაძლო წყალდიდობისთვის ემზადებიან.