სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

16 სექტემბერი 2024, 10:00 215 ნახვა
 
 

საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. მოსწავლეები სასწავლო დაწესებულებებთან შეიკრიბნენ და სკოლის დაწყებას საზეიმო ვითარებაში აღნიშნავენ. 

ახალი სასწავლო წლისთვის 50 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა. აჭარაში კი 6 ათას 487 პირველკლასელია.

პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, დამატებით კიდევ 7000-მდე ბავშვს მიეცა სკოლაში დარეგისტრირების შესაძლებლობა.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  2023 – 2024 წლებში აჭარაში 5 სკოლის და 3 სპორტდარბაზის მშენებლობა დასრულდა. 62 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის 6 სკოლის მშენებლობა და 20 სასწავლო დაწესებულების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

განათლების მინისტრის ინფორმაციით, იმ სკოლებიდან, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს მოსწავლეები დროებით ალტერნატიულ მისამართებზე ივლიან, თუმცა სამუშაოები შესაბამის ვადებში უნდა დასრულდეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში