კობა კაკალაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში

14 სექტემბერი 2024, 19:56 179 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა წარსულში ცნობილი მოჭიდავის, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულისა და პრიზიორის, აჭარიდან დიდებში პირველი ევროპის ვიცე-ჩემპიონის კობა კაკალაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.

შეჯიბრება უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის გაიმართა და მასში საქართველოს ყველა რეგიონის მოჭიდავეებთან ერთად, სპორტსმენები სომხეთიდანაც მონაწილეობდნენ. ორდღიანმა ასპარეზობამ ჩემპიონები და პრიზიორები გამოავლინა, რომლებიც თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში