გუშინ „ბათუმი კარტინგის“ ტერიტორიაზე ჩატარდა ელექტრო სკუტერების ჩემპიონატი - ელექტრო სკუტერების ბიზნეს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელშიც 20-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა. ტურნირში გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს ჩემპიონატში, რომელიც თბილისში გაიმართება.
შეჯიბრება საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციისა და ბათუმის სპორტული ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. ტურნირის ორგანიზატორთა თქმით, ეს არის ერთ-ერთი ეტაპი, რათა მომავალში შეძლონ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა.